ფეხბურთი

16:22 | 9.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

სნეიდერი: “აქ იბრასა და ნეიმარის გამო არ მოვსულვარ”

ფრანგული “ნიცას” ახაწვეულმა, ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომაც არჩია ლიგა 1.

“ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ის არის, რომ გუნდში ძალიან ნიჭიერი და ხარისხიანი მოთამაშეები არიან. მათ აქვთ შესანიშნავი მენტალიტეტი. მე აქ ვარ, რათა დავეხმარო გუნდს და არა იმიტომ, რომ ერთ დროს ამ ჩემპიონატში ზლატან იბრაჰიმოვიჩი თამაშობდა, ან თუნდაც ახლა ნეიმარი ითამაშებს”,- თქვა სნეიდერმა.

გასულ სეზონში სნეიდერი თურქეთის სუპერლიგაში ასპარეზობდა, სადაც 15 საგოლე გადაცემით საუკეთესო ასისტენტი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110905