ფეხბურთი

13:47 | 9.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოს ანტირეკორდი

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი ჟოზე მოურინიო გახდა პირველი მწვრთნელი, რომელიც 3-ჯერ დამარცხდა ევროპის სუპერთასის მატჩში. გუშინ, სკოპიეში, პორტუგალიელს ნავსის გატეხვის შანსი ჰქონდა, თუმცა მისმა გაწვრთნილმა მანჩესტერელებმა “რეალთან” 1:2 წააგეს და ჟოზესთვის ეს ტიტული ისევ მიუწვდომელი დარჩა.

პირველად, სუპერთასზე, 2003 წელს, მოურინიოს “პორტუ” იტალიურმა “მილანმა” მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. 10 წლის შემდეგ, 2013-ში უკვე მისი “ჩელსი” მიუნხენის “ბაიერნს” ძირითად დროში დაუზავდა (2:2), თუმცა თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:5 დამარცხდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდს ოფიციალურ მატჩში არასოდეს უმარჯვია “სამეფო კლუბთან”. მადრიდელთა წინააღმდეგ ჩაატარა 4 მატჩი, რომელთაგან 3 წააგო, 1 კი ფრედ დასრულდა.

0.114306