ძიუდო

10:29 | 9.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

სანტიაგოში მსოფლიო დაინომრება

დღეიდან კვირის ჩათვლით, ჩილეს ქალაქი სანტიაგო ძიუდოში ჭაბუკებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.

2017 წლის სეზონის უმთავრესი შეჯიბრების პირველი ოთხი დღე ინდივიდუალურ პირველობას დაეთმობა და საპრიზო სამეულები ვაჟთა და გოგონათა 8-8 წონით კატეგორიაში შეივსება. ჩემპიონატის ბოლო დღეს კი ტრადიციულად, გუნდური პირველობა გაიმართება, ოღონდ ამჯერად, ახალი წესების თანახმად, ტატამზე ვაჟთა და გოგონათა გაერთიანებული გუნდები გავლენ.

საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ჩილეში 13 ძიუდოისტით ჩავიდა. ვაჟებში ტატამზე 10 სპორტსმენი გავა. გოგონებში კი საქართველოს მხოლოდ სამი მონაწილე ეყოლება.

დღეს მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდება. ვაჟებში 50 და 55 კილოგრამ წონით კატეგორიებში, გოგონებში - 40 და 44 კილოგრამებში. საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში ლუკა კაპანაძე (55 კგ) ჩაებმება.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები

ვაჟები

55 კგ - ლუკა კაპანაძე

60 კგ - გიორგი კაპანაძე

66 კგ - მიხეილ ბახბახაშვილი

73 კგ - ლაშა ბექააური

81 კგ - გოჩა ღვაჩლიანი და ვლადიმერ ახალკაცი

90 კგ - მიხეილ ბექაური და გიორგი კარიაული

+90 კგ - ლევან ჭელიძე და ალექსი სვიანაძე

გოგონები

52 კგ - ეკატერინე ტატუნაშვილი

63 კგ - მარიამ ჭანტურია

+70 კგ - სოფიო სომხიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115205