საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონრეალის მასტერსის პირველ წრეში ერნესტო ესკობედოსთან 6:7, 4:6 დამარცხდა. თავდაპირველად ქართველს ტომაშ ბერდიხთან უნდა ეთამაშა, თუმცა ჩეხი ტურნირიდან მოიხსნა და ამერიკელს თამაშის შანსი მიეცა.
განვლილ შეხვედრაში ერნესტომ 5 ეისი მოაწოდა, ხოლო ნიკამ - 2. ორმაგ შეცდომებში ბასილაშვილი ლიდერობდა - 4:1. ესკობედო მოწოდებებს კარგად ასრულებდა, რეალიზაციასაც მაღალი პროცენტით ასრულებდა და საბოლოოდ მატჩი მოიგო. შემდეგ ეტაპზე ამერიკელი რობინ ჰაასის შეხვდება.