მადრიდის “ატლეტიკოს” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი მატიას კრანევიტერი კარიერას სანქტ-პეტერბურგის “ზენიტში” გააგრძლებს. რუსული გუნდის ვებგვერდის ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერი 8 მილიონი ევრო დაჯდა, ხოლო კონტრაქტი 4 წლის ვადით გაფორმდა.
კრანევიტერი “ატლეტიკომ” 2015 წელს “რივერ პლეიტიდან” შეიძინა, მაგრამ სამხრეთამერიკელმა ნახევარმცველმა “ვისენტე კალდერონზე” ფეხი ვერ მოიკიდა.
გასული სეზონი მან “სევილიაში” იჯარით გაატარა და ყველა ტურნირის ჩათვლით 32 მატჩი ჩაატარა.