ფეხბურთი

16:51 | 8.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა - ნოდარ ახალკაცის ვიზიტი ავსტრალიაში

ფიფას სამკაციანი დელეგაცია ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით ეწვია ავსტრალიას, რათა დააძლევინოს საფეხბურთო კრიზისი, რომელიც გადაჯაჭვულია ქვეყნის პოლიტიკასთან.

კერძოდ, არის საშიშროება, რომ ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციაში გარკვეული უწესრიგობაა. და ახალკაცის დელეგაციამ უნდა იმუშაოს, რათა ქვეყნის ფეხბურთში დემოკრატიული პროცესები წარიმართოს. ამ მიზნით ახალკაცი გამართავს მოლაპარაკებებს ადგილობრივ ფედერაციასთან, ავსტრალიის ლიგის კლუბებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან. ასევე, ფეხბურთელთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელებთან.

ეს იმიტომ, რომ იქაური მართვის სისტემა ფიფას ნორმებს შეესაბამებოდეს. როგორც გაირკვა, დღესდღეობით უთანხმოებაა ფედერაციასა და კლუბებს შორის. ახალკაცი კი ამგვარ საკითხებში ფიფას მართვის სამსახურის ხელმძღვანელია.

ეს ინფორმაცია ავსტრალიურმა SMH-მ გაავრცელა. მათ ნოდარ ახალკაც-უმცროსზე უწერიათ, რომ 2005-2009 წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლდათ და იმ ნოდარ ახალკაცის ვაჟია, რომელიც 90-იან წლებში მუშაობდა ამავე პოსტზე, ხოლო მანამდე დიდ წარმატებებს მიაღწია თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის რანგში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112967