პსვ-ს აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი დევი პროპერი კარიერას “ბრაიტონში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია “თოლიების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
პრემიერლიგის დებიუტანტმა ჰოლანდიელ ფეხბურთელში 6.65 მილიონი ევრო გაიღო და ოთხწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა.
25 წლის ნახევარმცველი პსვ-ში 2015 წელს “ვიტესიდან” გადავიდა და ამ დროის განმალობაში ჩატარებულ 87 მატჩში 22 გოლის გატანა მოახერხა.