სხვა

19:24 | 7.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხარაზიშვილმა მარათონი 56-ე ადგილზე დაასრულა

სტაიერმა დავით ხარაზიშვილმა მძლეოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მარათონი 56-ე ადგილზე დაასრულა. პლანეტის პირველობას ამ დღეებში ლონდონი მასპინძლობს, ხარაზიშვილი კი ერთადერთი ქართველია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობს.

2:24.24 საათი - ამ დროში გაირბინა ხარაზიშვილმა 42195 მეტრი. ჩემპიონი კენიელი ჯეფრი კირუი გახდა. ოქროსმედალოსანმა დისტანცია 2:08.27 საათში დაფარა. მეორე იყო ეთიოპიელი ტამირატ ტოლა (2:09.49სთ), მესამე ადგილზე კი ტანზანიელი ალფონსი სიმბუ გავიდა (2:09.51სთ).

შარშან, რიო დე ჟანეიროში გამართულ ოლიმპიურ თამაშებში დავით ხარაზიშვილმა 72-ე ადგილი დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ მარათონული დისტანცია ლონდონის მსოფლიოს ჩემპიონატთან შედარებით ნაკლებ დროში დაფარა - 2:20.47სთ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.12856