ფეხბურთი

18:16 | 7.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიომ ნეიმარს გადაწყვეტილება მოუწონა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო ბოლო დროის ყველაზე ხმაურიან ტრანსფერს გამოეხმაურა და ნეიმარის “პარი სენ ჟერმენში” გადასვლას მიესალმა. მისი თქმით ,ფეხბურთელები მხოლოდ საკუთარი სურვილებისამებრ უნდა იქცეოდნენ და გადაწყვეტილების მიღება არ უნდა უჭირდეთ.

“ბედნიერი ვარ, რომ ნეიმარი პარიზში გადავიდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ის იყოს ბედნიერი. მე ვიქნები მოხარული, თუ მას პსჟ-ში თამაში სიამოვნებას მოჰგვრის და ასევე მისი თამაშით ფეხბურთის მოყვარულები დატკბებიან. ყველა ფეხბურთელმა მხოლოდ თავისი სურვილებისამებრ უნდა იმოქმედოს და მივესალმები ნეიმარის გადაწყვეტილებას”, - უთხრა Le Figaro-ს რონალდინიომ.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო 2001-2003 წლების სეზონში სწორედ პარიზულ გუნდში ირჯებოდა.

0.105266