ფეხბურთი

10:56 | 7.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ „სანტოსისთვის“ პროცენტების გადახდას არ აპირებს

მას შემდეგ, რაც ნეიმარი "ბარსელონადან" პსჟ-ში გადავიდა, ფეხბურთელის ყოფილმა კლუბმა „სანტოსმა“ კატალონიური კლუბის ოფისში ოფიციალური წერილი გაგზავნა, სადაც ფინანსური მოთხოვნებია გაწერილი.

„სანტოსის“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ კატალონიური კლუბისგან კომპენსაციის სახით ტრანსფერის 5%-ს (დაახლოებით 8,9 მილიონი ევრო) მიიღებს, ასევე 4,5 მილიონ ევროს პარტნიორული ხელშეკრულების დარღვევისთვის, რომლის თანახმად, „ბარსელონას“ „სანტოსთან“ ორი ამხანაგური შეხვედრა უნდა გაემართა. ორიდან ერთი თამაში 2013 წელს შედგა, მეორეს გამართვა კი, განვითარებული მოვლენების ფონზე ძნელად სავარაუდოა.

„ბარსელონა“ 5%-ის გადახდას არ აპირებს, რადგან ნეიმარი მას არ გაუყიდია. ფეხბურთელმა თავად დატოვა კატალონიური კლუბი, თავისუფალი აგენტის სტატუსით და „ბარსელონამ“ მესამე მხარისგან 222 მილიონი ევრო კომპენსაციის სახით მიიღო.

Marca-ს ცნობით, „სანტოსს“ მეორე პუნქტით გათვალისწინებული 4,5 მილიონი ევროს მიღების მეტი შანსი აქვს. ახლა ამ საკითხს „ბარსელონას“ იურისტები სწავლობენ.

0.111019