კალათბურთი

17:27 | 6.08.2017 | ნანახია 4298 - ჯერ

“ამას ვერავინ წაგვართმევს” – ზაზამ თასი საქართველოში ჩამოიტანა!

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და “გოლდენ სტეიტ უორიორზის” ცენტრი ზაზა ფაჩულია საქართველოშია. NBA-ს ჩემპიონმა და საჩემპიონო ბეჭედის მფლობელმა ქართველმა სამშობლოში თასი ჩამოიტანა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველ მოთამაშეს მრავალი გულშემატკივარი დახვდა. ზაზას თასით ხელში გამოჩენა კი გულშემატკივრებმა აპლოდისმენტებითა და ოვაციებით აღნიშნეს.

ზაზამ ჩამოსვლისთანავე მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს გამარჯვება სრულიად საქართველოსია და სწორედ ამიტომ ჩვენს ქვეყანას უფლება აქვს იამაყოს აღნიშნული წარმატებით.

“ამ დღეს დიდი ხანი ველოდი, იმ მომენტიდან, როდესაც დამსახურებულად გავიმარჯვე. რა თქმა უნდა, ფინალის დღეს ჩემი ოჯახის წევრები იქ იყვნენ ჩემთან ერთად. ასევე მილიონობით “უორიორზის” გულშემატკივარი, მაგრამ სულ სხვა გრძნობაა, როდესაც ქართველ ხალხთან ერთად გიწევს სიხარულის გაზიარება. ასე რომ, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა ღმერთს ეს ბედნიერი დღე რომ გამითენა. როგორც შეგპირდით თასი ჩამოვიტანე საქართველოში და რამდენიმე დღე აქ იქნება. ეს თასი საქართველოსია, ყველა ჩვენგანისაა და შეგიძლიათ ყველამ იამაყოთ იმიტომ, რომ ამ ტიტულს ვერავინ წაგვართმევს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს არის პირველი და იმედი მაქვს არა უკანასკნელი. თამამად შემიძლია მოგილოცოთ თასის საქართველოში ყოფნა.

ნაკრები ჩემი ცხოვრების და კარიერის ძალიან დიდი ნაწილია და რა თქმა უნდა, ერთი სული მაქვს ბიჭებს როდის შევუერთდები. გრძელი და საინტერესო ზაფხული იყო ჩემთვის. ახლა ჩემი მთელი კონცენტრაცია ნაკრებს დაეთმობა, რადგან ის რაც იყო უკვე წარსულში რჩება. იმედი მაქვს, მომავალ წელსაც იგივეს გავიმეორებ.

საჩემპიონო ბეჭედი ჯერ არ მიმიღია. ტრადიციულად მივიღებ შემდეგი სეზონის პირველ თამაშზე, ოქტომბერში. თითის ზომები აღებული აქვთ და ისიც ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება ჩემთვის”, – თქვა ზაზამ.

შეგახსენებთ, ზაზა ფაჩულია ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველია, რომელმაც ეროვნული საკალათბურთო ასოციციის ჩემპიონობა მოახერხა. ახლა კი, ფაჩულია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება და ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე შეეცდება საკუთარი სამშობლოს სახელი ღირსეულად კიდევ ერთხელ დაიცვას.


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:18 | 07.08.2017
Buratino (3505)

გაიხარე, ზაზა! უმრავლოს ჩვენს ქვეყანას შენისთანა გულანთებული და საქმის პროფესიონალი პატრიოტები

00:41 | 07.08.2017
პანტელეიმონი (4347)

გაიხარე ზაზა, შენ ეს დაიმსახურე ! ! !

23:17 | 06.08.2017
uzlevi (447)

ყოჩაღ ზაზა! ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელებისთვის დიდი სტიმული და მაგალითია ამ თასის და შენი ნახვა. ცოცხალი ენბიეის ჩემპიონი და თასი თბილისშია! უდიდესი სპორტული და ადამიანური მიღწევა არის ეს.

23:10 | 06.08.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

დურანტის დედა სადაა რომელ რეისზე მოდიან აეროპორტში დავა ტ ნა

23:09 | 06.08.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ზაზა

22:34 | 06.08.2017
vaxo22 (759)

ინტერვიუში თქვა 4ეულზეც შეგვიძლია გავიქაჩოთო ნეტა მართლა ეგრე იყოს

21:56 | 06.08.2017
lagashi (6738)

ყველა დროის ერთერთი საუკეთესო ქართველი სპორცმენი და სამაგალითო ქართველი

21:45 | 06.08.2017
juansher (788)

ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელშიც ზაზა ფაჩულია ნბა-ს ჩემპიონია

21:42 | 06.08.2017
NudeDude (822)

Ra dros Batumshi var (( aqac chamoitane ra zazush;;ddd

21:50 | 06.08.2017
KoRBeN DaLLaS (24838)

კი გავს ეს თასი ანბანის კოშკს

21:10 | 06.08.2017
KoRBeN DaLLaS (24838)

არცერთი თანაგუნდელი არ გამოჰყოლია ?
ჩამოეყვანა დურანტი... ან დედამისი

20:14 | 06.08.2017
BEERTRANCE (97819)

იმედია კიდევ 1-ელ მოგიწევს მაგ თასის საქართველოში ჩამოტანა

20:06 | 06.08.2017
federer (17) (15576)

მაგარი კაცია ზაზა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა რო ღირსეული ადამიანია და ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა. ბევრ არაამერიკელს მოუგია NBA მაგრამ ცოტას თუ ჩაუტანია თასი თავის ქვეყანაშიი

17:57 | 06.08.2017
FC.BAYERN+GERMANY (10046)

ზაზა რავი მაგარი და ძLიერი აღMოჩნდი ბევრ კომპონენტში რავი ათასი ყ .. ბის გადალახვა მოგიწია მარა საღOლ ამგრად გაართვი ყველაფერს თავი

0.170027