გიორგი აბურჯანიამ პირველი გოლი მიითვალა "სევილია ბ"-ში. 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ესპანეთის ქვედალიგელ "მელილიასთან" 2:0 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა.
გიორგიმ საჯარიმოს გარედან ცაციით ზუსტად დაარტყა და ასე გახსნა ანგარიში.
დიდი ალბათობით, აბურჯანია სევილიურ გუნდში დარჩება და სეგუნდა დივიზიონში ითამაშებს. მიზანი კი, რა თქმა უნდა, მთავარ გუნდში დაწინაურებაა. გიორგი შარშან ზაფხულს "ხიმნასტიკიდან" გადავიდა "სევილია ბ"-ში.