ჩოგბურთი

15:00 | 6.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქუერის მექსიკური დუბლი

სემ ქუერიმ მექსიკაში გამართული ლოს კაბოსის ღია ტურნირი მოიგო. ფინალში ამერიკელმა ჩოგბურთელმა ავსტრალიელი ტანასი კოკინაკისი 6:3, 3:6, 6:2 დაამარცხა. მიმდინარე სათამაშო წელს ქუერიმ მექსიკის ღია ჩემპიონატის მოიგო, მაშინ 29 წლის მოთამაშემ რაფაელ ნადალი დაამარცხა.

ქუერიმ ლოს კაბოსში გამარჯვებით მეათე ტურნირი მოიგო, 250 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა და 24-დან მე-20 ადგილამდე გადაინაცვლებს. ტანასი კოკინაკისი კი, რომელიც აქამდე 454-ე ადგილზე იმყოფებოდა, განახლებულ რეიტინგში 237 ადგილით დაწინაურდება.

0.126339