საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონრეალის მასტერსის პირველ წრეში მსოფლიოს მე-14 ჩოგანს ტომაშ ბერდიხს დაუპირისპირდება. შეხვედრა 7 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე უნდა დაიწყოს, თუმცა შესაძლოა დრო გადაიწიოს.
ქართველი და ჩეხი აქამდე ერთხელ დაუპირისპირდნენ. 2016 წელს ვენაში გამართულ ტურნირზე ბასილაშვილმა მეტოქე პირველ წრეში 6:4, 6:7, 7:5 დაამარცხა. აღნიშნულ წყვილს შორის გამარჯვებული მომავალ ეტაპზე ალბერტ რამოს-ვინოლასსა და რობინ ჰაასს შორის საუკეთესოს შეხვდება.
ტურნირზე პირველ ნომრად რაფაელ ნადალია განთესილი, ხოლო რეიტინგის მიხედვით მეორე ნომერი როჯერ ფედერერია.