ფეხბურთი

21:34 | 5.08.2017 | ნანახია 2012 - ჯერ

"სამტრედიამ" ზედიზედ მეხუთედ მოიგო

გია ცეცაძის გაწვრთნილმა "სამტრედიამ" სტუმრად 1:0 მოუგო ბათუმის "დინამოს". ეს სამტრედიელთა ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა ჩემპიონატში, ბათუმელებს კი წინა ორ ტურში ექვსი ქულა ჰქონდათ აღებული.

ისე, საკმაო დანაკლისით შეხვდა "დინამო" ამ შეხვედრას. ოთარ მარცვალაძის ტრავმა, კვასოვისა და მგელაძის დისკვალიფიკაციები - ეს დაეტყო კონსტანტინ ფროლოვის გუნდს.

ერთადერთი გოლი 69-ე წუთზე გავიდა. გიული მანჯგალაძის კუთხურს მოჰყვა ნიკა საბანაძის მძლავრი თავური და 0:1. მანამდე რამდენიმე წამით ადრე კი ბათუმელთა მეკარე ლევან შოვნაძემ კოტდივუარელ გიის აუღო რთული ბურთი.

საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. მაგალითად, გოლიდან რამდენიმე წუთში ომარ მიგინეიშვილმა ფეხით მოიგერია დავით კვირკველიას დარტყმული.

ამ ეტაპზე "სამტრედია" უკეთესი გუნდია და შედეგიც ლოგიკურია, თუნდაც თამაშიდან გამომდინარე. გამოვარჩიოთ გოლის ავტორი საბანაძე, რომელმაც წინა ტურში დუბლი მიითვალა ("ჩიხურასთან") და 3 გოლი მოუგროვდა ახალ გუნდში.

ეროვნული ლიგა. 21-ე ტური

ბათუმი. რაგბი არენა

დინამო (ბათუმი) - სამტრედია 0:1 (0:0)

დინამო ბთ: შოვნაძე, ტვილდიანი, ფარტენაძე, კვირკველია, სუხიაშვილი, არზიანი (ვარშანიძე 75), კვანტალიანი (კეკუა 84), შონია, ე. გრიგალაშვილი, თევდორაძე, ჩოგაძე

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ბალდე, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე (გოგიაშვილი 90+4), ჯიქია (მარკოზაშვილი 66), გიი, რაჟამაშვილი, საბანაძე

გოლი: 0:1 საბანაძე (69)

გაფრთხილება: ე.გრიგალაშვილი - მანჯგალაძე

მსაჯი: ვადაჭკორია


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:50 | 06.08.2017
KoRBeN DaLLaS (24838)

სულ რაღაც ერთკვირიანი ჩავარდნა ჰქონდა ამ დიად გუნდს და მაინცდამაინც მაშინ შეხვდნენ აზერები...
რა ბედი აქვთ ამ თათრებს

15:02 | 06.08.2017
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDDDDDDDD

01:13 | 06.08.2017
O. Mertskhali (8101)

აბაა?! და მერე განა მარტო სამტრედიას მოუვიდა ეგრე... მოკლედ, არაფერში არ გვიმართლებს რა DDDDDDDDD

23:30 | 05.08.2017
levani82 (41682)

რაჭა

აბა თქვი რამე ასე უჩუმრად რატომ შემოხვედი

23:44 | 05.08.2017
drogba-11 (13246)

levan rao samtredielma unda gavadublo chempionobao

23:28 | 05.08.2017
რაჭა (10043)

.

23:41 | 05.08.2017
drogba-11 (13246)

uechveli egrea :;-):-);-):-D:-(:’(:O

23:21 | 05.08.2017
levani82 (41682)

მადლობა კოლხეთს

23:13 | 05.08.2017
lagashi (6738)

დინამო ბათუმის გულშემატკივრები როგორ ალამაზებენ სტადიონს და ფეხბურთელები ისე თამაშობენ ალბათ მალე დაღლიან ერთგულ ქომაგებს

23:40 | 05.08.2017
drogba-11 (13246)

100% xar
♣♣♣♣♣♣♣♣♣♣♣♣♣♣♣♣♣♣♣♧♧♧♧♧♧♧♧♧♧♧♧☆☆☆☆☆☆☆☆☆☆☆★★★★★★★★★★★◇◇◇◇◇◇◇◇◇◆◆◆◆◆◆◆◆◆◆※※※※※※※※

23:10 | 05.08.2017
samtrediel (8001)

დავიძარით პირველი ადგილისკენ.

22:19 | 05.08.2017
drogba-11 (13246)

რა საზიზგარი თამაში იყო ისე ელგუჯა გრიგალაშვილმა ცარიელ კარებში ფეხი ააცილა ვინმე მაინც გააკეთოს ხოლმე ასეთი დასაცინი ვიდეოები და მერე საჯაროდ ვაპაზოროთ

23:13 | 05.08.2017
samtrediel (8001)

რაჟამაშვილმა მაგაზე ნაკლები შანსი გაუშვა ხელიდან?

23:46 | 05.08.2017
drogba-11 (13246)

eg marto dilastan aris magari

0.062813