ფეხბურთი

17:57 | 5.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაჰრეზი “რომასკენ” იწევს

“ლესტერ სიტის” ნახევარმცველი რიად მაჰრეზი არ მალავს, რომ იტალიურ “რომაში” სურს გადასვლა. ალჟირელმა ფეხბურთელმა ინგლისურ მედიას განუცხადა, რომ “ჯალოროსისთან” დალაპარაკება უნდა.

“რომას” ინტერესის შესახებ ვიცი. ეს დიდი გუნდია და სიამოვნებით ვისაუბრებ მასთან, მაგრამ სანამ ოფიციალური წინადადება არ იქნება, მანამდე არაფერი შემიძლია. “ლესტერმა” კი იცის ჩემი ფიქრებისა და გეგმების შესახებ. მიუხედავად ამისა, ბოლომდე დავიხარჯები, როგორც ყოველთვის”, - განაცხადა მაჰრეზმა.

შეგახსენებთ, “რომა” კარგა ხანია სცდილობს “ლესტერის” ლიდერის დაყოლიებას და მზადაა,მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გაიღოს.

0.114766