ფეხბურთი

15:59 | 5.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე და “ბოლონია” ისევ აქტუალურია

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე იტალიის სერია A-ს ბინადარ “ბოლონიას” ინტერესთა სფეროში ისევ გამოჩნდა. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, რობერტო დონადონის გუნდს “ტერნანას” ურუგვაელი ფორვარდის, ფელიპე ავენატის ტრანსფერი ჩაეშალა, რადგან 24 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.

აღნიშნულმა კი მჭედლიძის “ბოლონიაში” შესაძლო გადასვლის საკითხი ისევ წინა პლანზე წაწია. რობერტო დონადონი მატია დესტროს დუბლიორს გამალებით ეძებს და ახლა მის სიაში ქართველი პირველ ადგილზეა.

გარდა “ემპოლის” თავდამსხმელისა, “ბოლონიას” ვეტერან როდრიგო პალასიოსაც უკავშირებენ, მაგრამ წყაროს ცნობით, ეს კლუბის ბოლოდროინდელ პოლიტიკასეწინააღმდეგება, რომელიც შემადგენლობის გაახალგაზრდავებას უკავშირდება. ამიტომაც, ემილიელთა მთავარი სამიზნე ისევ ლევან მჭედლიძე გახდა.

შეგახსენებთ, მჭედლიძე ამჟამად “ემპოლის” წევრია, რომელიც სერია B-ში დაქვეითდა. გასულ სეზონში 27 წლის ქართველმა 15 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

0.110977