იტალიურმა “ტორინომ” ლიონის “ოლიმპიკის” მცველი ნიკოლა ნკულუ დაიმატა. როგორც ტურინული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 27 წლის ფეხბურთელთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა, ხოლო 2018 წლის ზაფხულში მისი სრულად გამოსყიდვა იქნება შესაძლებელი.
ნიკოლა ნკულუ “ლიონში” გასულ ზაფხულში გადავიდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა. მანამდე სხვადასხვა დროს “მონაკოსა” და “მარსელის” რიგებში თამაშობდა.