ფეხბურთი

14:58 | 5.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერის” სამიზნეები

მილანის “ინტერი” სატრანსფერო ბაზარზე აქტიურდება. იტალიური მედიის ცნობით, “ნერაძურიმ” უკვე შეათანხმა ორი ტრანსფერი, ხოლო მესამე და მთავარი სამიზნის შესახებ ოფიციალური შეთავაზებაც გაკეთდა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “ინტერთან” უახლოეს ხანებში კონტრაქტებს დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი ემრე მორი და “ნიცას” მცველი დალბერტენრიკე გააფორმებენ. 23 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ მილანელებმა 20 მილიონი ევრო გაიღეს, ხოლო თურქი მოთამაშე აპენინებზე იჯარის წესით გადაბარგდება, თუმცა, მისი გამოსყიდვა 15 მილიონად იქნება შესაძლებელი.

ენრიკემ გასულ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა და დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ “ნიცა” ახლა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თამაშობს. რაც შეეხება ემრე მორს, 20 წლის თურქმა “დორტმუნდის” რიგებში 12 თამაშში ერთი გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, Calciomercato-ს ცნობით, “ინტერი” ახლოსაა მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველ არტურო ვიდალის გაფორმებასთან. იტალიელები გერმანელებს 50 მილიონ ევროს სთავაზობენ, თავად ფეხბურთელს კი - 4-წლიან კონტრაქტსა და 7,5 მილიონ ევროს წელიწადში. როგორც წყარო ვარაუდობს, ყველა კითხვას პასუხი მალე გაეცემა.

0.119837