თურქეთის ნაკრების თავდამსხმელი ბურაქ ილმაზი სამშობლოში სათამაშოდ დაბრუნდა. 32 წლის ფეხბურთელი “ტრაბზონის” ღირსებას დაიცავს.
ბურაქმა შავი ზღვისპირელებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თურქებს ტრანსფერი 3.5 მილიონი ევრო დაუჯდათ.
ცნობისთვის, ილმაზი “ტრაბზონში” 2010-2012 წლებშიც თამაშობდა და 94 მატჩში 59 გოლის გატანა მოახერხა.
გამოცდილი ფორვარდი 2016 წლის თებერვალში ჩინეთში სათამაშოდ გადავიდა და “ბეიჯინგ გუანში” ჩაირიცხა, სადაც 31-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 19-ჯერ აიღო.