ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელი გასტონ რამირესი კარიერას “სამპდორიაში” განაგრძობს – იუწყება გენუური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ კლუბთან ხუთწლიანი კონტაქტი გააფორმა. “მიდლსბრომ” გასტონის სანაცვლოდ 9 მილიონი ევრო მიიღო.
რამირესმა გასულ სეზონში “ბოროს” მაისური 26-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.