ფეხბურთი

15:21 | 4.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

რეკორდი “სან სიროზე”

ევროტურნირებზე დაბრუნებულმა “მილანმა” ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე დასწრების რეკორდი დაამყარა. ეს, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხდა კრაიოვას “უნივერსიტატიასთან” შეხვედრაში.

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “სან სიროზე” გამართულ მატჩს, რომელიც მილანელებმა 2:0 მოიგეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს, 65 763 მაყურებელი დაესწრო, რაც ახალი რეკორდია. აქამდე, საუკეთესო დასწრება 2015/2016 წლების სეზონში, ასევე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, დორტმუნდის “ბორუსიას” და “ვოლფსბურგის” შეხვედრისას დაფიქსირდა. იმ თამაშს 65 190 მაყურებელი დაესწრო.

რაც შეეხება დასწრების მხრივ ევროპის ლიგის აბსოლუტურ რეკორდს, საუკეთესოდ გასულ სეზონში “ტოტეჰემისა” და “გენტის” (2:2) 1/16-ფინალური მატჩი ითვლება, რომელსაც “უემბლიზე” 80 465-მა მაყურებელმა ადევნა თვალი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112066