ფეხბურთი

22:40 | 3.08.2017 | ნანახია 1320 - ჯერ

“გალათასარაიმ” ფერნანდო დაიმატა

“მანჩესტერ სიტის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ფერნანდო კარიერას “გალათასარაიში” განაგრძობს. აღნიშნულ ინფორმაციას თურქული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

30 წლის ჩამშლელმა ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება 5.25 მილიონი ევროა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი “სიტიში” 2014 წელს “პორტოდან” გადავიდა. მან ამ დროის განმალობაში “ქალაქელების” მაისური 101-ჯერ მოირგო და 4 გოლი გაიტანა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:22 | 03.08.2017
salazar (1835)

მოკლედ გვარდიოლა ყველას იცილებს ვინც ბურთთან ცუდ დამოკიდებულებაშია ძალიან კარგი სანახავი იქნება სიტი , ძალიან ძლიერი გუნდი იკვრება

0.110506