“ფენერბახჩეს” ცენტრი და ჩეხეთის ნაკრების ლიდერი იან ვესელი ევრობაკეტ-2017-ზე ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება, აღნიშნულ ინფორმაციას ჩეხური მედია ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ვესელი დაღლილია მომქანცველი სეზონის შემდეგ, თან ცენტრი ივნისის თვეში დაოჯახდა და დასვენება გადაწყვიტა.
ევრობასკეტზე ჩეხეთი ჯგუფში ხორვატიას, ესპანეთს, მონტენეგროს, რუმინეთს და უნგრეთს დაუპირისპირდება.