სხვა

16:02 | 3.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური ოქროდან მსოფლიოს ჩემპიონობამდე - კლიჩკომ კარიერა დაასრულა

უკრაინელმა პროფესიონალმა მოკრივემ, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ვლადიმირ კლიჩკომ კარიერა დაასრულა. 41 წლის სპორტსმენმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ქომაგებს მადლობას უხდის და იმედს გამოთქვამს, რომ ცხოვრების ახალი ეტაპი ისეთივე წარმატებული ექნება, როგორიც მისი საკრივო კარიერა იყო.

პროფესიონალურ რინგზე კლიჩკოს დებიუტი 1996 წელს შედგა, მას შემდეგ, რაც ატლანტაში ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მან 64 ბრძოლა მოიგო, აქედან 53 ნოკაუტით. ხუთჯერ დატოვა რინგი დამარცხებულმა, მათ შორის ბოლო ორ შეხვედრაში ბრიტანელებთან ტაისონ ფიურისთან და ენტონი ჯოშუასთან დაპირისპირებისას.

ვლადიმირი სუპერმიძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გამხდარა WBO-ს (2000-2003, 2008-2015), IBF-ის (2006-2015), IBO-ს (2006-2015), WBA-ს (2011-2015) ვერსიებით.

0.111859