ვეტერანმა იტალიელმა მეკარემ მორგან დე სანკტისმა ფეხბურთელის კარიერის დასრულება გადაწყვიტა და “რომაში” მენეჯერის პოზიციაზე იმუშავებს.
იტალიური გამოცემების ინფორმაციით, 40 წლის დე სანკტისი “რომაში” მწვრთნელს, ფეხბურთელებსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის კავშირის უზრუნველყოფაზე იქნება პასუხისმგებელი.
დე სანკტისი რომაელთა რიგებში 2013-2016 წლებში თამაშობდა, ბოლო ერთი წელი კი “მონაკოში” გაატარა, რომელთან კონტრაქტიც 31 ივლისს დაუსრულდა. მას კარიერის განმავლობაში, ნახსენები კლუბების გარდა, “პასკარაში”, “იუვენტუსში”, “უდინეზეში”, “სევილიაში”, “გალათასარაიში” და “ნაპოლიში” უასპარეზია. 6 შეხვედრაში დაიცვა იტალიის ეროვნული ნაკრების კარი.