გერმანიაში გამართული აუდის თასის 2017 წლის გათამაშება მადრიდის "ალტეტიკოს" გამარჯვებით დასრულდა. დიეგო სიმეონეს შეგირდებმა ფინალურ დაპირისპირებაში "ლივერპულს" პენალტების სერიაში აჯობეს.
მატჩის ძირითად დროში გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს, პენალტების სერია კი "ატლეტიკომ" 5:4 მოიგო.
ტურნირზე მესამე ადგილი "ნაპოლიმ" დაიკავა, რომელმაც პირველ შეხვედრაში "ატლეტიკოსთან" წაგების (1:2) შემდეგ მიუნხენის "ბაიერნს" 2:0 მოუგო (VIDEO).