ლონდონის “ჩელსიმ” ხორვატი ნახევარმცველი მარიო პასალიჩი მოსკოვის “სპარტაკში” გაანათხოვრა. აღნიშნული გარიგება ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა.
22 წლის ფეხბურთელი რუსულ კლუბში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს.
“ჩელსიმ” მარიო 2014 წელს “ჰაიდუკიდან” დაიმატა, თუმცა მას “არისტოკრატების” მაისურით თამაშის საშუალება არ ჰქონია, რადგან თითო სეზონის განმალობაში “ელჩეში”, “მონაკოში” და “მილანში” გახლდათ განათხოვრებული.