72 წლის რუმინელი სპეციალისტი მირჩა ლუჩესკუ თურქეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახდა. როგორც თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ლუჩესკუ 4 აგვისტოს 2+1 სისტემის კონტრაქტს მოაწერს ხელს. რუმინელმა აღნიშნულ პოსტზე ფათიხ თერიმი შეცვალა.
ლუჩესკუ თურქულ ფეხბურთს იცნობს. მირჩა წლების გამავლობაში “გალათასარაის” და “ბეშიქთაშს” წვრთნიდა და ქვეყნის ჩემპიონი ორივე გუნდი გახადა. 2004 წელს რუმინელმა “შახტარი” ჩაიბარა და გუნდს 2009 წელს უეფას თასი მოაგებინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ისე მაგარი დონე კაცია ეს ))))
შახტარი ამან დააყენა ფეხზე_)))
აი გამიკვირდა სტ პეტერბურგში ვერ დადო თასი )))
ეს სად გაიჩითა
ამას მაინც არ უჭირს ფული, დაჯექი ბიძია სახლშI