ფეხბურთი

19:20 | 2.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მესისა და ნეიმარის ემოციური მიმოწერა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლიდერი ნეიმარი უახლოეს მომავალში "პარი სენ ჟერმენში" ოფიციალურად გადავა. აღნიშნული ინფორმაცია კატალონიის "ბარსელონამ" უკვე დაადასტურა და ასევე, ლიონელ მესი თანაგუნდელს ემოციურად დაემშვიდობა.

"შენთან ერთად გატარებული წლები უდიდესი სიამოვნება იყო, ცხოვრების ახალ ეტაპზე ბედნიერებას გისურვებ. მომავალ შეხვედრამდე, მიყვარხარ." - დაწერა ინსტაგრამის გვერდზე მესიმ.

აღნიშნულ სტატუსს ნეიმარმა შემდეგნაირად უპასუხა: "მადლობა ძმაო, მომენატრები."

მას შემდეგ რაც პარიზული გუნდი ესპანურ გრანდს ნეიმარის გამოსასყიდ თანხას, 222 მილიონ დოლარს გადაუხდის, ბრაზილიელი ფრანგებთან კონტრაქტს გააფორმებს.

ნეიმარი "ბარსელონაში" 2013 წელს გადავიდა და ოთხი სეზონის განმავლობაში ჩატარებულ 186 შეხვედრაში 105 გოლი გაიტანა. სამხრეთამერიკელმა გუნდთან ერთად ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო.

0.114395