ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ტიტე ნეიმარის სატრანსფერო ამბებს ეხმაურება. ტიტე მიიჩნევს, რომ "სელესაოს" ლიდერის პსჟ-ში გადასვლა სულაც არ იქნება ურიგო:
"პირიქით, ბრაზილიის ნაკრებისთვის კარგია, თუ ნეიმარი პსჟ-ში გადავა. იქ თამაშობენ დანი ალვეში, მარკინიოში, ლუკას მოურა და ტიაგო სილვა, რომლებიც ნაკრების წევრები არიან. შეთამაშების კუთხით, ეს მშვენიერი ვარიანტია. ნეიმარს პარიზში ბევრი თანამემამულე დახვდება, ასე რომ, ადაპტაციის პრობლემაც არ ექნება".
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია