დიღმის მასივი, ხელოვნურსაფარიანი მოედანი, რამდენიმე ბავშვი ძაღლს ასეირნებს. ერთმა ველოსიპედით შემოისეირნა და ერთმაც ბურთი შემოაგდო, მაგრამ ბურთი იქ აშკარად უმცირესობაში აღმოჩნდა, რადგან პატრონის გარდა, სხვა ბავშვს ფეხი არავის დაურტყამს.
ბავშვი არა, მაგრამ თემურ ჩხაიძე დაინტერესდა. ყოფილ პარლამენტარს ვგულისხმობთ, რომელიც ადრე ლანჩხუთის "გურიას" კაპიტანი იყო. იმ გუნდისა, რომელიც საბჭოეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადავიდა.
გულდაწყვეტილი ამბობდა, ამხელა სტადიონია და იშვიათად ნახავ, რომ ფეხბურთი ითამაშონო.
ბევრი ვისაუბრეთ. გამოხატა თავისი აზრი, რა შეიძლება იყოს ჩვენი ფეხბურთის საშველი, ისაუბრა თითოეულ რეგიონში აკადემიის შექმნის აუცილებლობაზე, რადგან ახლავე თუ არ ჩაეყარა საფუძველი, მერე არავინ გვაჩუქებს ფეხბურთელებს და თავისით არ დაიბადებიან.
"ოცი წლის წინ და მგონი უფრო ადრეც ვამბობდი, რომ საფეხბურთო აკადემიების გარეშე არაფერი გამოვა. ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომ ბობოლა ფეხბურთელები ჩამოვიყვანოთ. ჩვენ უნდა გავზარდოთ. სხვა რა პრობლემაზეც უნდა ვილაპარაკოთ, ყველაფერი მონაგონია. მთავარია მომავალზე ზრუნვა, რათა მერე მაინც მივიღოთ შედეგი".
კონკრეტულ ფეხბურთელებზეც ვისაუბრეთ. თემურ ჩხაიძემ პატარა თორნიკე ოქრიაშვილი გაიხსენა - რვა წლის წინანდელი თორნიკე, ჯერ კიდევ სკოლის ასაკში რომ იყო.
შეგახსენებთ, "ოქრი" პირდაპირ 21-წლამდელებში მოხვდა და პირველივე შეკრებაზე გამოძახებული ბიჭი ოთარ გაბელიამ სასტარტოში დააყენა. თანაც, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, ირლანდიასთან. მაშინ გაბელიამაც აღნიშნა, თორნიკე ოქრიაშვილის ნაკრებში წაყვანა თემურ ჩხაიძემ მირჩია და კიდევ კარგი, დავუჯერეო.
მანამდე, ბავშვობაში, თორნიკე "ოლიმპის" სკოლაში იყო, მამუკა ფანცულაია ავარჯიშებდა.
ჩხაიძე კი იხსენებს ოქრიაშვილის "გაგრაში" გამოჩენის ამბებს:
"მაშინ "გაგრაში" ვმუშაობდი მწვრთნელად. დუბლებში გვყავდა პატარა, ტექნიკური ბიჭი. ძირითად გუნდში ანატოლი პისკოვეცს არ აჰყავდა და მისი მესმის კიდეც, კაცს შედეგი უნდოდა და პატარებისთვის, ან ლამაზი ფეხბურთისთვის არ ეცალა. მახსოვს, გაბელიას ვურჩიე, ნახე, გამოგადგება-მეთქი. დამიჯერა, ნახა და მოეწონა. გაბელიას თანაშემწე ზაურ სვანაძე იყო, ისიც წამოვიდა გორში თორნიკეს თამაშის სანახავად. მხოლოდ ერთ ტაიმს უყურა და თქვა, საკმარისიაო. ასე წაიყვანეს 21-წლამდელების ვარჯიშზე, იქ კი მისი პოზიციის ერთ-ერთი ფეხბურთელი დაშავდა და გაბელიამ ძირითადში დააყენა. ეს იღბალი იყო. მაგრად ითამაშა თორნიკემ, არადა ვიწრო წრის იქით არავინ იცნობდა ამ ბიჭს. დაიმკვიდრა კიდეც ადგილი 21-წლამდელთა ნაკრებში, მერე კი მისი პროგრესის შესახებ ყველამ იცის. "გაგრას" პრეზიდენტი ბესო ჩიხრაძე გაოცებული იყო, კი მაგრამ, ასეთი ბიჭი თუ გვყავდა, დუბლებში რა უნდოდაო?! ზოგი მეუბნებოდა, გადაკიდება იცი ფეხბურთელებზე, ასეთი მაგარიც არ არისო, მაგრამ გამოჩნდა, რომ არ ვცდებოდი. ეს ამბავი 2009 წელს იყო. ახლა ვიღას ახსოვს..."
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დასაწყისი დიდებული!
მე მგონი ოქტომბრის საუკეთესოს არჩევენ და მაგ ტეიშერამ ეგ ოქტომბერში გააკეთა ყველაფერი?ნუ იცით ქართველებმა ერთმანეთის დაკნინება.არ მოგწონს გაიარე.
შენ თუ მაგის ნათესავი ხარ არ ვიცი მაგრამ ტეიშეირას 2 პროცენტიც არ არის ჯერ
რაც შეეხება შეკითხვას, ოქტომბერში 6 გოლი გაიტანა 3 თამაშში. სულ 12 მატჩში 18 გოლი ჩემპიონატში. და კიდევ, დაკნინებაზე არ შემიძლია არ გამოგეხმაურო. ტიპს არაფერი არ გაუკეთებია ჯერ და მთელი საქართველო მის გვერდშია, საიდან მოიგონე ეგ დაკნინება? შენ თუ რეალობის აღქმის უნარი დაკარგული გაქვს, ჩვენ შეგვეშვი
ცინცაძის კაკაბაძეს ჰუფნაგელის ამ თაობას ერთად სადმე გასვლის ბოლო შანსი აქვთ შვედებთან 17-ში ვაკეში თუ ვერ მოიგეს ეგ შანსიც აღარ ექნებათ ანუ გადამწყვეტი თამაშია და 11-ში ტალინში ათამაშოს და გამოუშვას თბილისში
Ukვე 1622 ხმა აქვს არაბიძეს... sagol warmatebebi...
stripslashes((strlen('http://goal.ge/ge/ase-tamashobs-10-tslis-giorgi-arabidze-barselonashi/#')>0?'http://goal.ge/ge/ase-tamashobs-10-tslis-giorgi-arabidze-barselonashi/#':'http://goal.ge/ge/ase-tamashobs-10-tslis-giorgi-arabidze-barselonashi/#')) აი ბავშვობაშიც ეტყობოდა კოჭებში რომ მაგარი ფეხბურთელი იზრდებოდა !
Гиорги Арабидзе 1587 (59.86%)

Алекс Тейшейра 481 (18.14%)
ყოჩაღ! ეს რა ვართ
რა მნიშვნელობა აქვს პირველ ადგილზე გავათი მეთოთხმეტეზე ?ამით მაინც არ გადაწყდება ითამაშებს თუ არა ძირითადში აქ მთავარი ლუჩესკუს აზრია და ის კი კარგი თვალით უყურებს და უკვე თქვა კიდევაც რომ ათამაშებს ძირითად გუნდში !!
მე იმაზე ვკაიფობ რო, ყველამ რო ვიცით რო ტეიშეირა იმსახურებს მაგრამ მაინც ვაძლევთ ხმას არაბიძეს და თავს ვიმშვიდებთ რო სხვა მისცემს ხმას ტეიშეირას
ოღონდ არა ჩვენ რადგან მაინც ჩვენ გვიტყდება მაგის გაკეთება. მიდი გიო, შენ ჯერ ჩვენთვის ხარ საუკეთესო, მალე მთელი უკრაინისთვის უნდა გახდე, იმედია მერე ევროპაშიც შეძლებ ამ ურთულესი მიზნის მიღწევას.
ზუსტადაც უნდა მივცეთ ხმა, აბა ჩვენი აქაური კომენტარებით მარტო რაში გამოვადგებით?!
თვის საუკეთესო ნომინანტის სტატუსმა თუნდაც უფრო მეტი რამოდენიმე წუთი მისცეს მთავარ გუნდში სათამაშოდ მე პირადად ძალიან მესიამევნობედა, თუმცაღა ეჭვიც არ მეპარება მისი ნიჭის და გაქანების ადამიანი ამის გარეშეც მწვერვალებს მიაღწევს !!!!
წარმატებები გიოს
მეც მივეცი არაბიძეს ხმა მაგრამ ტეიშეირასთან მიტყდება მაგრად
ყველამ ვიცით რეალურად ვინ იმსახურებს პირველ ადგილს 
ნუუ რა ვართ ეს ქართველებიი ! გავხადეთ არაბიძე საუკეთესოდ და ეგაა ტეიშეირას მთელი 850 ქულით უსწრეებს !! DDD
მეც მივეცი არაბიძეს ხმა მაგრამ ტეიშეირასთან მიტყდება მაგრად
ყველამ ვიცით რეალურად ვინ იმსახურებს პირველ ადგილს 
ბადრი ამას უყურე, მე გავხალისდი ))
')>0?'>https://www.youtube.com/watch?v=iLnjG9bHpcU':'>https://www.youtube.com/watch?v=iLnjG9bHpcU'))
Гиорги Арабидзе 1008 (52.09%)
Алекс Тейшейра 432 (22.33%)
Андрей Пятов 117 (6.05%)
Бернард 114 (5.89%)
Тарас Степаненко 64 (3.31%)
------------
ამ წუთისთვის ასეა ))
როგორ ხარ?მეც ვნახე ეგ.მე მგონია უკრაინელებმაც რომ დაუჭირონ მხარი არ იქნება გასაკვირი.მაგარი ბიჭია არაბიძე.
უკეთ ვარ, მაგრამ ბოლომდე ვერ გამოვჯანმრთელდი. მადლობა მოკითხვისთვის.შენ როგორ ხარ?
1000-მეტი ხმა აქვს უკვე და დავიჯერო მხოლოდ ქართველების ხმებია?
ქართველები ამაში მაგრები ვართ,პირველზე გვყავს ბიჭი :დ
ავოეე
რამდენი ხმა დავუგროვეთ 
ჩვენს მივეცი ხმა
აი მეორე ადგილასაა და დარჩეს, ბაზარი არაა
მართლა რაარის რა, ჯერ პირველ გუნდში უნდა დაიმკვიდროს ადგილი და მერე ვულაპარაკოთ, მონაცემები აქვს და იქნებ ანანიძესავით მუდამ პერსპექტიული არ დარჩეს
ტეხავს, არ ვეცეთ ხამებივით და არ ავიყვანოთ პირველზე
ტეიშეირას თამაშში საშუალოდ 3 გოლი გააქვს :დ რაის არაბიძე, მაგ 28 კაცშიც არ უნდა ყოფილიყო. მე კი მივეცი ხმა მაგრამ
)))
რას ამბოფ თანამემამულევ(!!?)!
:/
თუ არ უნდა ყოფილიყო რატო მიეცი ???
რა თქმა უნდა ჩემ ხმას ჩემს თანამემამულეს მივანიჭებ, ისე კი ჯერ ვაფშე არაფერი აქ დამტკიცებული ამ ბიჭს "შახტარში" და ნუ გააგიჟებთ ამდენი სტატიებით და ხმაურით, როცა ამ ძლიერი კლუბის ლიდერი იქნება და დაამტკიცებს და გაამართლებს მის ნიჭს მერე ერთ-ერთი პირველი ვიქნები ვინც ტაშს დაუკრავს.
რა ხდება ძმებო ნუთუ 39 ვარ..გავაქტიურდეთ!