"სუონსის" აწ უკვე ყოფილი მარცხენა გარემარბი ფრენკ ტაბანუ კარიერას "გენგემში" გააგრძელებს. როგორც ლიგა 1-ის კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა გუნდთან 2+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა. 28 წლის მოთამაშე ფრანგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ტაბანუ "სუონსიში" "სენტ-ეტიენიდან" 2015 წელს გადავიდა და უკანვე იჯარის წესით დაბრუნდა. ნახევარი სეზონის შემდეგ უელსურ გუნდში გარემარბმა მხოლოდ 3 შეხვედრა ჩაატარა. ფრენკმა განვლილი სათამაშო წელი კვლავ განათხოვრების წესით "გრანადაში" გაატარა, სადაც მხოლოდ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.