კალათბურთი

22:20 | 1.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას თანაგუნდელი “ბოსტონში” გადავიდა

თორნიკე შენგელია თანაგუნდელი, გამთამაშებელი შეინ ლარკინი “ბოსტონ სელტიკსის” კალათბურთელი გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას “ბოსტონის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

განვლილ სეზონში ლარკინი “ბასკონიას” შემადგენლობაში ევროლიგაში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 13.1 ქულას, 2.7 მოხსნას და 5.7 პასს აგროვებდა.

ლარკინს ნბა-ში თამაშის გამოცდილება აქვს, მას ბოსტონამდე სამი გუნდის მაისურის მორგება მოასწრო: “დალასი”, “ნიუ იორკი”, “ბრუკლინი”.

0.122596