გიორგი შერმადინის “უნიკახამ” უკანახაზელი ამერიკელი რეი მაკკალუმი დაიმატა, აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური კლუბის ოციფიალური ვებგვერდი ავრცელებს. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მაკკალუმს ნბა-ს სამ გუნდში უთამაშია: “საკრამენტო”, “სან ანტონიო” და “მემფისი”.