ფრანგული “ნიცას” იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი “აიაქსთან” ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ESPN-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აწუხებს და ამსტერდამში 2 აგვისტოს დანიშნული მატჩის გარდა, 5 აგვისტოს “სენტ ეტიენთან” საფრანგეთის ლიგა 1-ის სასტარტო შეხვედრასაც გამოტოვებს.
ბალოტელიმ “აიაქსის” წინააღმდეგ ნიცაში გამართულ პირველ მატჩში (1:1) მოედანზე 70 წუთი დაჰყო და ფრანგული გუნდის ერთადერთი გოლი სწორედ მის ანგარიშზეა.