ფეხბურთი

19:53 | 31.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მატიჩმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი გააფორმა

სერბეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ნემანია მატიჩის ლონდონის “ჩელსიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა ოფიციალურად გამოცხადდა. როგორც მანჩესტერული კლუბის პრესსამსახური იტყობინება, მხარეებს შორის კონტრაქტი 3+1 სისტემით გაფორმდა. ტრანსფერის თანხა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასახელებულა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, “წითელმა ეშმაკებმა” 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადეს.

“მოხარული ვარ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლით. მომეცა საშუალება ისევ ვიმუშაო ჟოზე მოურინიოსთან ერთად და არ შემეძლო ამაზე უარი მეთქვა. აღვნიშნავ, რომ “ჩელსიში” შესანიშნავი პერიოდი გავატარე, მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს და ლონდონელ ქომაგებს მხარდაჭერისთვის. ახლა მოუთმენლად ველი ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრას და მათთან მუშაობის დაწყებას. “მანჩესტერ იუნაიტედს” თავის ისტორიაში ძალიან საინტერესო დრო უდგას და მინდა ჩემი წვლილი შევიტანო უდიდესი კლუბის დიდ გამარჯვებებში” - განაცხადა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მატიჩმა.

0.118983