ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ნემანია მატიჩი “მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, სერბმა ფეხბურთელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტი უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გაფორმდება. რაც შეეხება ტრანსფერის ღირებულებას, “წითელი ეშმაკები” 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს გაიღებენ.
მანჩესტერელთა შემადგენლობაში ახალწვეულის დებიუტი ოთხშაბათს “სამპდორიასთან” ამხანაგურ მატჩში იგეგმება.
მატიჩი “ჩელსის” რიგებში 2014 წლიდან თამაშობდა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 155 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.