ვეტერანი პორტუგალიელი მეკარე ბეტო კარიერას თურქეთში განაგრძობს. 35 წლის კიპერი მომავალ სეზონში “გიოზთეფეს” ღირსებას დაიცავს.
როგორც ცნობილია, მან “სპორტინგი” გამოსასყიდი თანხის გარეშე დატოვა და ახალ კლუბს უფასოდ შეუერთდა.
ბეტო “სპორტინგში” გასულ ზაფხულს “სევილიადან” გადავიდა და რუი პატრისიოს დუბლიორი გახლდათ. მან ლისაბონური კლუბის კარი 9-ჯერ დაიცვა და 6 გოლი გაუშვა.
ცნობისთვის, ის პორტუგალიის ნაკრებში 2009 წლიდან თამაშობდა და მას შემდეგ “ლუზიტანების” რიგებში 11-ჯერ მოუწია თამაში.