ფეხბურთი

16:52 | 30.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "დინამოს" ტრავმირებულთა მდგომარეობაზე

თბილისის "დინამოს" რამდენიმე ფეხბურთელი ვერ ეხმარება ტრავმის გამო. კლუბის ვებგვერდმა მათ შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა. კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა რამდენიმე დღის წინ ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და საწვრთნელ პროცესში სექტემბრიდან ჩაერთვება.

ნახევარმცველმა გიორგი ზარიამ დაასრულა სარეაბილიტაციო პროცესი და უახლოეს პერიოდში ინდივიდუალური მეთოდით ვარჯიშს დაიწყებს.

ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი გამოჯანმრთელდა და უკვე გუნდთან ერთად ემზადება. როგორც იცით, ლოჩოშვილს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაუცდა.

რაც შეეხება გუნდის უკრაინელ მეკარე სერგეი ლიტოვჩენკოს, მან შეკრებაზე მაჯის ტრავმა მიიღო, თბილისში უფრო გაუმიზეზდა და ამ ეტაპზე გუნდთან სრული დავტვირთვით ვერ ვარჯიშობს.

0.124755