ამერიკის ეროვნული ნაკრების და “დორტმუნდის” შემტევი კრისტიან პულისიჩი შესაძლოა “ლივერპულში” აღმოჩნდეს. იმ შემთხვევაში თუ ფილიპ კოუტინიო “მერსისიდელებს” დატოვებს და “ბარსელონაში” გადავა, ინგლისელები ამერიკელზე გადაერთვებიან. ინფორმაციას The Sun on Sunday-ი ავრცელებს.
ლივერპულელებს ბრაზილიელის წასვლის შემთხვევაში 30 მილიონი გირვანქა სტერლინგ აქვთ გამოყოფილი და ამ ფასად სურთ “დორტმუნდთან” შეთანხმების მიღწევა. პულისიჩი “ბორუსიას” 17-წლამდელთა გუნდს 2015 წელს შეუერთდა და მთავარ გუნდში 2016 წლის იანვარსი დააწინაურეს. გასულ სეზონში ფეხბურთელმა 43 მატჩი ჩაატარა და თავი 5 გოლით და 13 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. კარგი თამაშის წყალობით პულისიჩის სატრანსფერო ღირებულება 5-დან 18 მილიონ ევრომდე გაიზარდა.