ფეხბურთი

11:30 | 30.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" "რეალის" დამარცხებით ჩემპიონთა თასი მოიგო (+VIDEO)

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ორი მატჩი გაიმართა, "ბარსელონამ" "რეალი" 3:2 დაამარცხა, ხოლო "მანჩესტერ სიტიმ" "ტოტენჰემი" - 3:0. კატალონიელებმა მადრიდელებს ზედიზედ მეორედ მოუგეს შეხვედრა, წინა მატჩში ლა ლიგაში ასევე 3:2 დასრულდა. აღნიშნული გამარჯვების შემდეგ კი ჩემპიონთა თასი "ბარსელონას" გადაეცა. "ბლაუგრანამ" ტურნირზე სამივე თამაში მოიგო და სამი ქულით ჩამოიტოვა "სიტი".

განვლილ შეხვედრაში პირველი ტაიმი თანაბრად წარიმართა. საწყის წუთებში ლიონელ მესისა და ივან რაკიტიჩის გოლებს, მატეო კოვაჩიჩმა და მარკო ასენსიომ უპასუხეს. ყველაფერი მეორე ტაიმში ჟერარ პიკეს დარტყმულმა გადაწყვიტა და ესპანელმა თავის გუნდს 50-ე წუთზე გატანილი გოლით მოაგებინა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ბურთის ფლობის უპირატესობა "ბარსელონას" ჰქონდა, თუმცა კარში უფრო ზუსტად "რეალი" ურტყამდა.

მეორე მატჩი "მანჩესტერ სიტის" სრული უპირატესობით წარიმართა და "ქალაქელთა" მხრიდან გოლები ჯონ სტოუნსმა, რაჰიმ სტერლინგმა და ბრაჰიმ დიასმა გაიტანეს. "ტოტენჰემს" ლიდერები ჰყავდა, თუმცა მაინც ვერაფერი შეძლო. ბურთი ფლობაში თითქმის თანაბარი სიტუაცია იყო, თუმცა "სიტიმ" 20 მომენტი შექმნა, ხოლო "მამლებმა" - 8.

0.12054