კატალონიის “ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის გადაბირებას სცდილობს. Marca-ს ინფორმაციით, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა მზადაა, ფრანგი შემტევის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გაიღოს.
ჯერჯერობით შესაძლო ტრანსფერზე სხვა დეტალები არ ვრცელდება, მაგრამ ცნობილია, რომ ნეიმარის შემცვლელად კატალონიაში ახლა სწორედ გრიზმანს განიხილავენ.
აქამდე “ბარსა” ფილიპე კოუტინიოსა და პაულო დიბალაზე აკეთებდა აქცენტს, მაგრამ “ლივერპულისა” და “იუვენტუსის” უარმა, როგორც ჩანს, ესპანელებს მიზანი შეაცვლევინა.
ანტუან გრიზმანი “ატლეტიკოში” 2014 წლიდან მოყოლებული თამაშობს. მანამდე კი, თავი სან სებასტიანის “რეალ სოსიედადში” კარგი თამაშით გამოიჩინა.