ფეხბურთი

16:00 | 29.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბერნარდესკი: "10 ნომერი უნდა დავიმსახურო"

ტურინის “იუვენტუსმა” ფედერიკო ბერნარდესკი რამდენიმე დღის წინ გაიფორმა, მაგრამ მედიის წინაშე ახლახან მოუწია წარდგენა. იტალიაში ბევრი მიიჩნევდა, რომ “იუვეს” ახალი 10 ნომერი სწორედ 23 წლის შემტევი იქნებოდა. მეტიც, ამაში ეჭვი არც ეპარებოდათ, მაგრამ მოულოდნელად იტალიელმა 33 ნომერი აირჩია.

აღნიშნულის შესახებ ბერნარდესკიმ ისაუბრა და განაცხადა, რომ 10 ნომერი უნდა დაიმსახუროს და შესაძლოა გაისად ნომერი შეიცვალოს.

“10 ნომერი ძალიან მომწონს, მაგრამ ამ მაისურს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ამიტომ, ვიფქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. 10 უნდა დავიმსახურო - დავუმტკიცო მწვრთნელს, თანაგუნდელებს, გულშემატკივრებს, რომ დავიმსახურე და ვნახოთ, მომავალ წელს რა მოხდება. რატომ 33? – ძალიან რელიგიური ადამიანი ვარ და არჩევანიც ამას უკავშირდება.

აქ ყოფნით დიდი ემოცია მეუფლება, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდში ვარ. თამაში ბევრ პოზიციაზე შემიძლია, თუმცა მწვრთნელთან ვისაუბრებ, რადგან სრულად მის განკარგულებაში ვარ. კონკურენცია არ მაშინებს, ძალიან მოტვიირებული ვარ.

მინდა, რომ გუნდს დავეხმარო მიზნების მიღწევაში – მოვიგოთ ზედიზედ მეშვიდე სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ საუკეთესო ოთხეულში შევიდეთ”, - აღნიშნა ბერნარდესკიმ.

ფედერიო ბერნანრდესკის ტრანსფერი “იუვენტუსს” 40 მილიონი ევრო დაუჯდა. გასულ სეზონში ნიჭიერმა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატში 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.112106