ფეხბურთი

10:00 | 29.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" და პსჟ ბოლო დეტალებზე შეთანხმდნენ

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელ ნეიმარის “პარი სენ ჟერმენში” გადასვლა გადაწყვეტილია – აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემები ავრცელებენ. როგორც ცნობილი ხდება, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და მათ შორის, მცირე დეტალებზეც.

ბრაზილიელი შემტევი პარიზში უახლოეს 2-3 დღეში ჩავა და შემდეგ კონტრაქტსაც გააფორმებს. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ ნეიმარი “რეალთან” მატჩის შემდეგ “ბარსას” ჩინურ ტურნეში არ გაჰყვება, რაც ტრანსფერს კიდევ უფრო რეალურს ხდის.

ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა ვარჯიშზე თანაგუნდელ ნელსონ სემედუსთან ჩხუბი. როგორც ჩანს, ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა.

ნეიმარის სანაცვლოდ “ბარსელონა” 220 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თავად ფეხბურთელი ანაზღაურების სახით სეზონში 30 მილიონ ევროს...

0.114495