კატალონიის “ბარსელონას” ბოლო ვარჯიშზე ინციდენტი მოხდა – ბრაზილიელმა ნეიმარმა და პორტუგალიელმა ნელსონ სემედუმ ხელჩართული ჩხუბი გააჩაღეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია თანაგუნდელებს შორის დაპირისპირება, მაგრამ ფაქტია, მომხდარი ნეიმარის პსჟ-ში გადაბარგების შანსს კიდევ უფრო ზრდის.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ამ დროისთვის “ბარსელონას” ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.