ჩოგბურთი

18:17 | 28.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვა და აზარენკა ცინცინატის მასტერსზე ითამაშებენ

რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა და ბელარუსი ვიქტორია აზარენკა ცინცინატის მასტერსზე ითამაშებენ, აღნიშნულ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

რეიტინგის მიხედვით, არცერთ მათგანს ტურნირზე თამაშის უფლება არ აქვს, მაგრამ შეჯიბრების ორგანიზატორებმა ორივე მოთამაშეს “ველური ბარათი” მისცეს.

ცინცინატის მასტერსი შარაპოვამ 2011 წელს მოიგო, ხოლო აზარენკამ - 2013-ში.

წლევანდელი ტურნირი 12-20 აგვიტოს გაიმართება.

0.120184