თამაშგარე

13:47 | 28.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

გახსენება ტრფიალებისა ქარიმისა და რიანასი

იდგა ახალი წელთაღრიცხვით 2015 წლის ზაფხული. ცხელოდა საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, მაგრამ მობერილი ნიავი მაინც ძალუმად არხევდა ფოთლებსა და ყვავილებს, ლამაზ ასულთა თმებსა და სარაფანებს... სწორედ იმ ჟამს გაიცნო ფრანგმა ფეხბურთელმა ქარიმ ბენზემამ მომღერალი რიანა...

ეს, ცხადია, არ ყოფილა რიგითი გაცნობა, რადგან ამა ქვეყანასა ზედა უბრალოდ და მარტივად, როგორც წესი, არაფერი ხდება. მით უმეტეს, ორივენი უცნობილესი ადამიანები იყვნენ და დღესაც არიან (მრავალჟამიერ!) და დაახლოებით ერთი თვეც კარგად, მშვენივრად დააბოტებდნენ ერთად პლაჟებსა და ბულვარში, მაგრამ რატომღაც მათი წყვილი მაინც ვერ შედგა.

ბულვარული მედიის მოცლილმა ფრანგმა წარმომადგენლებმა რა არ იღონეს იმის დასადგენად, თუ რატომ ვერ შედგა რიანასა და ქარიმ ბენზემას წყვილი, მაგრამ რას დაადგენდნენ, როდესაც ორივენი იძახიან, იმ დიადი ზაფხულის ამბავი ჩვენი ცხოვრების ოდენ მოგონებად დარჩა და არავის ერთი ადგილის საქმე არაა, რატომ არ გავაგრძელეთ ურთიერთობაო.

0.179886