ფეხბურთი

11:50 | 28.07.2017 | ნანახია 1008 - ჯერ

ოფიციალურად: ნაინგოლანმა "რომასთან" გაახანგრძლივა

იტალიურმა “რომამ” და რაჯა ნაინგოლანმა თანამშრომლობა განაახლეს. როგორც “ჯალოროსის” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ბელგიელი ფეხბურთელი კლუბში 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

“დადასტურდა ის, რაც ყოველთვის მსურდა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კარიერა “რომაში” გაგრძელდება”, - განაცხადა ნაინგოლანმა.

29 წლის ფეხბურთელი “რომაში” 2014 წლის იანვარში გადავიდა და მას შემდგომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მანამდე ნაინგოლანი “კალიარისა” და “პიაჩენცას” ღირსებას იცავდა.

გასულ სეზონში ბელგიელმა იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 37 შეხვედრაში 11 გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:10 | 28.07.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

საკაიფო შუა ხაზია რაჯა თან ემოციური მარა იმენა ფეხებს კლავს

18:20 | 28.07.2017
iloreli (2516)

მიყვარს ეს ფეხბურთელი, ჩემი სკოლის მერხს მახსენებს

18:50 | 28.07.2017
KoRBeN DaLLaS (24842)

DDDDDDDDDDDDDDD

0.067786