“მარსელს” 2017/2018 წლების სეზონში დიმიტრი პაიე უკაპიტნებს. ამის შესახებ “ზღვისპირელების” ოფიციალური ვებგვერდი წერს.
30 წლის ფეხბურთელი “მარსელს” იანვარში შეუერთდა, თუმცა ის “ველოდრომზე” 2013-2015 წლებშიც თამაშობდა, ჯამში ამ კლუბის მაისურით 100-ჯერ უთამაშია და ამიტომაც, რუდი გარსიას გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ პაიე საფრანგეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრია. მან “მამლების” მაისური პირველად 2010 წელს მოირგო და მას შემდეგ ჩატარებულ 35 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა.